სახლი, როგორც კუთვნილებისა და იდენტობის განმსაზღვრელი სივრცე, გამოფენაში თანდათან კარგავს მუდმივობის მნიშვნელობას და დროებითი დაბრუნების, სტუმრობის ადგილად გარდაიქმნება. გამოფენის კონცეფცია ეხმიანება მდგომარეობას, როდესაც ნაცნობი სივრცე გაუცხოების ადგილად იქცევა, როცა სახლი ვეღარ უზრუნველყოფს უპირობო კუთვნილების განცდას. ხუროშვილის პრაქტიკაში, რომელიც მიგრაციის, ფრაგმენტირებული ოჯახური მემკვიდრეობისა და კულტურებს შორის გადაადგილების გამოცდილებით არის ფორმირებული, სახლში დაბრუნება აღარ გულისხმობს უწინდელ გარემოსთან სრულად დაკავშირებას. ყოველი ვიზიტისას სახლი იცლება, ნივთები აკლდება, ნაცნობი ინტერიერი იცვლება და მასთან ერთად იცვლება თავად არტისტის მიმართებაც ამ სივრცესთან. სახლი კვლავ არსებობს, თუმცა თანდათან შორდება მეხსიერებაში შემორჩენილ სახეს. დაბრუნება ამ შემთხვევაში კუთვნილების ხელახალ გააზრებას გულისხმობს - საკუთარ სახლში ყოფნა სტუმრობის გამოცდილებას ემსგავსება. გამოფენაში წარმოდგენილი ინსტალაციები სწორედ ამ გაუცხოების მატერიალურ კვალს იკვლევს. ხუროშვილი მუშაობს სახლში ნაპოვნი, შემორჩენილი ნივთებით - ობიექტებით, რომლებმაც ყოველდღიური ფუნქცია დაკარგეს ან არასაკმარისად მნიშვნელოვნად ჩაითვალნენ იმისთვის, რომ სხვებთან ერთად დაეტოვებინათ სახლი. თუმცა გალერეის სივრცეში მათი მნიშვნელობა რადიკალურად იცვლება: ერთმანეთზე ჯაჭვივით გადაბმული ნივთები სივრცის დომინანტ სტრუქტურებად გარდაიქმნებიან, და მისი არყოფნის პირობებში ახალ, ერთგვარ არქიტექტურულ ნანგრევებს ქმნიან, რომელთაც თავისი ინტუიტიური ლოგიკა აქვთ. ხუროშვილის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ელექტრონულ არქივებთან მუშაობის პროცესიდან ვითარდება, სადაც გამოსახულებები ხშირად არასრული, ფრაგმენტული ან დაბალი ხარისხისაა. ვიზუალური ინფორმაციის ეს დანაკლისი თავად ნამუშევრების ფერწერულ ენაში ითარგმნება - ბუნდოვანი ფორმები, დარღვეული კონტურები და გამოსახულების არაერთგვაროვანი სიცხადე მეხსიერების არასრულყოფილებასა და წარსულის აღდგენის სირთულეს ირეკლავს. სხვადასხვა ნამუშევარში არტისტი ხშირად უბრუნდება ერთსა და იმავე ვიზუალურ ელემენტებს, რომლებიც ყოველი გამეორებისას სახეს იცვლიან, თუმცა წინა ვერსიის კვალს ინარჩუნებენ. ამგვარად, განმეორება არა იდენტური გამოსახულების კვლავწარმოებას, არამედ მისი თანდათანობითი ტრანსფორმაციის პროცესს წარმოადგენს, სადაც ყოველი ახალი ფორმა წინამორბედის მეხსიერებას ატარებს. არტისტი ნივთებს და სიმბოლოებს ერთგვარ არქეოლოგიურ მასალად იყენებს, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს აღადგინოს არა სახლი, როგორც ფიზიკური მოცემულობა, არამედ მასთან დაკავშირებული, მუდმივად ცვალებადი კუთვნილების განცდა. (გვანცა ჯიშკარიანის ტექსტი)